10:21 PM
ხაბი ალონსომ ოპერაცია გაიკეთა და სამ-ოთხ თვეს გამოტოვებს



"რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ხაბი ალონსომ ოპერაცია გაიკეთა, რათა საზარდულთან დაკავშირებულ გახშირებულ პრობლემებს აღარ შეეწუხებინა.

31-წლის ნახევარმცველი კონფედერაციის თასისთვის "ფურია როხას” განაცხადში დაგეგმილი ოპერაციის გამო ვერ მოხვდა.

როგორც "რეალის” ოფიციალური საიტი იტყობინება, ალონსოს ქირურგიული ჩარევა მიუნხენში ჩაუტარდა, სწორედ ამიტომ, მადრიდული კლუბი რეაბილიტაციის პერიოდის მოსალოდნელ ხანგრძლივობას არ აკონკრეტებს. თუმცა ესპანური პრესა იუწყება, რომ ხაბი მოედანზე დაახლოებით სამი-ოთხი თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს გასვლას.

გასულ სეზონში ხაბიმ "რეალის” მაისურით, ყველა ტურნირზე ერთად, 47 შეხვედრა ჩაატარა.

კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 347 | დაამატა: ROM@NI | ტეგები: Madrid, xabi, Alonso, Real | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: