12:50 PM ხაბი ალონსო თავის მომავალზე ფიქრობს | |
![]() ხაბი ალონსოს მამა, პერიკო ალონსო, აცხადებს, რომ "რეალის” ფეხბურთელი ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. საქმე იმაშია, რომ "ბლანკოსი” ესპანეთის ნაციონალური ნაკრების ნახევარმცველს მიმდინარე ხელშეკრულების გახანგრძლივებას სთავაზობს, თუმცა ხაბი ჯერჯერობით "სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობას პასუხს არ სცემს. "ხაბი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. მას დალოდება და იმის ხილვა სურს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. როდესაც შესაფერისი დრო დადგება, იგი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა "რეალის” ჰავბეკის მამამ. შეგახსენებთ, რომ ალონსოს "თეთრებთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2014-წლის ზაფხულში ეწურება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |