საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 ნოემბერს წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. "ჯვაროსნები" ეგვიპტის ნაკრებს ამხანაგურ თამაშში დაუპირისპირდებიან. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები "ბასას" ბაზაზე 12 ნოემბრიდან შეიკრიბებიან. საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ გადაცემა "არენაში" ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ უკვე ჩატარებული და მომავალი მატჩების, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
წამყვანმა დათო მინაშვილმა ქეცბაიას, პირველ რიგში, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების შესახებ ჰკითხა. მწვრთნელმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ზურაბ ხიზანიშვილის გამოძახებისგან თავი შეიკავა. რაც შეეხება კანკავასა და ოქრიაშვილს, მისი თქმით, ფეხბურთელების გამოუძახებლობის მიზეზი 2-2 ყვითელი ბარათია. შესაბამისად, ისინი საფრანგეთთან მატჩს გამოტოვებენ, ამიტომ ქეცბაიამ გადაწყვიტა სხვა ფეხბურთელები გამოსცადოს.
ეგვიპტის წინააღმდეგ გამოძახებულთა შორის არ არის როინ კვასხვაძე. იმერელთა გოლკიპერი ნაკრების დამრიგებელმა ერთგვარად "დასაჯა". ფინეთსა და ბელორუსთან თამაშის დროს, შეკრებაზე კვასხვაძე ერთი დღის დაგვიანებით ჩავიდა და როგორც ქეცბამ თქვა, ფეხბურთელს მისთვის არაფერი განუმარტავს. "ნაკრებში მოხვედრა არც ისე მარტივია, როცა შენი ქვეყნის ღირსებას იცავ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს. რადგან კვასხვაძე ასე მოიქცა, ჩვენც რაღაც ზომებისთვის უნდა მიგვემართა, ამიტომ ეგვიპტესთან თამაშისთვის არ გამოვიძახეთ", - აღნიშნა ქეცბაიამ. მწვრთნელმა ისიც დასძინა, რომ მისთვის, ამ ეტაპზე, საქართველოს ნომერ პირველი მეკარე გიორგი ლორიაა და მოხარული იქნება, თუ იგი რომელიმე უცხო ქვეყნის ძლიერ გუნდში გააგრძელებს თამაშს.
თავდამსხმელებზე საუბრისას, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ისევ გამოიძახა დვალიშვილი, რადგან ბოლო პერიოდში ამ ფეხბურთელს უწევს თამაში, განსხავვებით მჭედლიძისგან. ქეცბაიამ ყენიას შესახებაც ისაუბრა და როგორც თავად თქვა, უმადური ადამიანების გასაგონად, "კარპატიში" გადასვლამდე მას გუნდის მთავარ მწვრთნელთან რეკომენდაცია გაუწია. "კარპატის" მთავარი მწვრთნელი (ნიკოლაი კოსტოვი) ჩემი მეგობარია, როცა მკითხა ყენიაზე, ვუპასუხე, რომ მას 2 წელიწადნახევარია არ უთამაშია, მაგრამ თუ მისცემ შანსს, მაგაზე ძლიერი ფეხბურთელი არ გეყოლება-მეთქი, აიყვანა კიდეც გუნდში. როცა საუბარს იწყებენ იმაზე, რომ მე ლევანს ნაკრებში არ ვიძახებ და ვათამაშებ, სხვა მხარესაც უნდა შეხედონ. ყენია მოედანზე გავიყვანე, მაშინ, როცა საერთოდ არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა", - განაცხადა ქეცბაიამ.
მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამართული შეხვედრები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ შემადგენლობით მაქსიმუმს აკეთებს და ნელ-ნელა აყალიბებს გუნდს. "მე ძალიან მინდა შემტევი და ლამაზი ფეხბურთი ითამაშოს ჩვენმა გუნდმა, მაგრამ ამ შემადგენლობით ძალიან რთულია ამის მიღწევა. მეუბნებიან ორი თავდამსხმელით ითამაშეო, მაგრამ ეს არც ისე მარტივია. თავდამსხმელს შესაბამისი სიტუაცია უნდა შეუქმნა მოედანზე. ვაანალიზებთ და ვაყალიბებთ გუნდს", - აღნიშნა საუბრისას.
რაც შეეხება მომდევნო შეხვედრებს, ქეცბაიამ განაცხადა, რომ მისი გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს შედეგის მისაღწევად.