7:45 PM
ქეცბაია: "გავალთ და მომდევნო თამაშს მოვიგებთ"



ფინეთი-საქართველოს მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა. ნაკრების მთავარი მწვრთნელის აზრით, მის გუნდს გამოცდილება აკლია და ამ მატჩში ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

"გულდასაწყვეტია, რომ ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ, მაგრამ ჩემი ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ. გამოცდილება გვაკლია, რადგან გუნდში ბევრი ახალგაზრდაა... მაგრამ სწორედ, ასეთ თამაშებში გაიზრდებიან და მომავალში მსგავს შეცდომებს აღარ დაუშვებენ. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გული ძალიან დამწყდა, თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტუმრად ვითამაშეთ და ჩვენი მეტოქე კი, სახლში ყოველთვის კარგად თამაშობს",- განაცხადა ქეცბაიამ.

"ბელარუსში კიდევ უფრო რთული მატჩი გველის. მთავარია, ფეხბურთელებმა კარგად დაისვენონ. ისინი კი, ვისაც დღეს არ უთამაშია, უკეთ მოემზადონ. იმედი მაქვს, დარჩენილ სამ დღეში ამას შევძლებთ - გავალთ და მომდევნო თამაშს მოვიგებთ. თან, ბელარუსები ისევ უქულოდ არიან და თუ 16-ში წარმატებას მივაღწევთ, ჩვენს მიზანს ნაწილობრივ უკვე შევასრულებთ და ჯგუფში მესამე ადგილზე დავმკვიდრდებით."

სფფ-ის პრესსამსახური
 
ნანახია: 284 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ქეცბაია: გავალთ და მომდევნო თამაშს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: