5:24 PM
ქართული "კლასიკო" ფრედ დასრულდა

4 ნოემბერს საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-13 ტურის მატჩები გაიმართა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდები ერთმანეთს ქუთაისში დაუპირისპირდნენ - „ტორპედომ" თბილისის „დინამოს" უმასპინძლა.

„კლასიკომ" მოლოდინი სრულად გაამართლა და ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე მყოფმა 8 000-მდე გულშემატკივარმა უშეღავათო ბრძოლებით"სავსე" და დაძაბულ მატჩს ადევნა თვალი, რომელსაც ორივე გუნდის მხარდამჭერთა ქომაგობა ალამაზებდა.

"ტორპედო ქუთაისი" 2:2 "დინამო თბილისი"
გოლები: ელგუჯა გრიგალაშვილი 29, 53 - ჯაბა დვალი 37, მიკელ ალვარო 67

"ტორპედო": მიგინეიშვილი, კვახაძე, რიგვავა, გურული, ჭელიძე, კუხიანიძე, დოლიძე (ფანცულაია 62), ბერიაშვილი, გრიგალაშვილი (გიგაური 83), დათუნაიშვილი, ტუღუში (ფირცხალავა 79).

"დინამო": ლორია, ხიზანეიშვილი, რეხვიაშვილი, ძარია, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი (რობერტინიო 82), ალვარო, ჩისკო, დვალი (ვოსკობოინიკოვი 87).

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დუშან უჰრინი - სტადიონზე მოსული მაყურებლისთვის კარგი თამაში იყო. დღევანდელი თამაშის მოგება ორივე გუნდს შეგვეძლო. პირველი ნახევარი კარგად დავიწყეთ, თუმცა ლორიას შეცდომას ჩვენს კარში გასული გოლი მოჰყვა. მაგრამ რაც იყო იყო... პირველი ტაიმის ბოლოს გოლის გატანა მოვახერხეთ და შესვენებაზე თანაბარი ანგარიშით გავედით. ეს იყო თამაში, რომლის მოგებაც გვსურდა. მეტოქესთან შედარებით მეტი სახიფათო მომენტი შევქმენით, მაგრამ მატჩი ფრედ დასრულდა.

გია გეგუჩაძე - დღევანდელი თამაშის შეფასებაში დუშან უჰრინს დავეთანხმები, დღეს გამარჯვება გვსურდა და ამით იყო განპირობებული, რომ საკმაოდ შემტევი შემადგენლობა დავაყენეთ პირველი წუთებიდან. თამაშის მსვლელობისას შეტევითი პოტენციალი კიდევ გავაძლიერეთ, რამაც ჩვენს კართან სახიფათო მომენტები გამოიწვია.

ნანახია: 267 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ქართული კლასიკო ფრედ დასრულდა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: