9:45 PM
კლოზე: “გერდ მიულერი ჩემზე ძლიერი იყო”



მიროსლავ კლოზე გერმანიის საუკეთესო ბომბარდირს, გერდ მიულერს გაუთანაბრდა.

ბუნდესთიმის ფორვარდმა ავსტრიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართულ შეხვედრაში სამი გოლი გაუტანა და საკუთარ ანგარიშზე გერმანული ნაკრების მაისურით 68-ე გატანილი ბურთი ჩაიწერა. ამდენივე გოლი აქვს თავის აქტივში ლეგენდარულ მიულერს.

"ტომას მიულერი მართალი იყო, როცა თქვა, რომ საქმის ნახევარი მან გააკეთა, როდესაც გოლი გავიტანე. კიდევ 25% – ავსტრიის ნაკრების მცველების დამსახურებაა, დანარჩენ 25 პროცენტს კი ჩემთვის ავიღებ”, – აცხადებს კლოზე.

"რაც შეეხება გერდ მიულერს, იგი ჩემზე ძლიერი იყო. მას ეროვნულ ნაკრებში ჩემს მიერ ჩატარებული მატჩების მხოლოდ ნახევარი დასჭირდა იმისათვის, რათა 68 გოლი გაეტანა”.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიულერმა 68 გოლი 62 შეხვედრაში გაიტანა, როდესაც კლოზეს ამ ნიშნულამდე მიღწევისთვის 172 მატჩის ჩატარება დასჭირდა.

წყარო: Football Italia

ნანახია: 326 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: