7:36 PM
კელი ექვსი კვირა იუქმებს



მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო, "ბორუსიას” კაპიტანი ექვსი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

33-წლის ნახევარმცველმა ტრავმა ვარჯიშის მიმდინარეობისას მიიღო და ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "ნაპოლის” წინააღმდეგ გასამართ გასვლით შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.

როგორც "დორტმუნდის” ოფიციალური საიტი იუწყება, გუშინ, დორტმუნდის კლინიკაში, კელმა დეტალური სამედიცინო შემოწმება გაიარა. გამოკვლევებმა კი დაადგინეს, რომ სებასტიანი ექვსი კვირა იუქმებს.

შეგახსენებთ, რომ "ბორუსიას” მიერ გამართულ ბოლო მატჩში კელს მონაწილეობა არ მიუღია.

წყარო: BVB.de

ნანახია: 273 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: