10:10 AM კანი: “ბარსელონას” დრო წავიდა” | |
![]() ლეგენდარულმა მეკარემ განაცხადა, რომ ახლა გერმანული ფეხბურთის დრო დადგა. მოგეხსენებათ, ესპანეთის საუკეთესო გუნდებმა, "ბარსელონამ” და "რეალმა”, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, "ბაიერნისა” და "დორტმუნდის” ძლევა ვერ მოახერხეს. "ბაიერნის” ყოფილმა გოლკიპერმა, ოლივერ კანმა კი განაცხადა, კატალონიელების კარგი დღეები წარსულს ჩაბარდა და ახლა, ფავორიტი მიუნხენის "ბაიერნია”. "ვფიქრობ, "ბარსელონას” საუკეთესო დრო უკვე წარსულს ჩაბარდა. ახლა ევროპაში არ არსებობს ის გუნდი, რომლისაც გერმანულ კლუბებს უნდა ეშინოდეთ. "ბაიერნს” ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს, რომლებსაც კვლავ შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგის მოგება”. წყარო: Football Espana | |
|
სულ კომენტარები: 0 | |