8:55 PM
კაკამ ხელფასზე უარი თქვა



იმ პერიოდში, როდესაც კაკა ტრავმირებული იქნება, ფეხბურთელი ხელფასს არ მიიღებს.

დღეს "მილანმა” დაადასტურა ინფორმაცია ნახევარმცველის ტრავმის შესახებ, რომელიც ბრაზილიელმა "ტორინოსთან” შეხვედრაში მიიღო.

კაკა მინიმუმ 10 დღე ვერ ითამაშებს, შესაძლოა აღდგენით პროცესს 4 კვირაც დასჭირდეს.

საინტერესოა, რომ რიკარდომ თავად განაცხადა ხელფასზე უარი იმ პერიოდში, როდესაც მასიმილიანო ალეგრი მის გამოყენებას ვერ შეძლებს.

უკვე დათვლილია, რომ თუ ფეხბურთელი დაახლოებით ერთ თვეს გამოტოვებს, ის 300 ათას ევროს დაკარგავს.

წყარო: football-italia

ნანახია: 266 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: