11:31 AM კრუიფი: “ნეიმარის ყიდვის შემდეგ, მესის გაყიდვაზე დავფიქრდებოდი” | |
![]() ექს-ფეხბურთელი, მწვრთნელი და "ბარსელონას” საპატიო პრეზიდენტი თვლის, რომ ბრაზილიელისა და არგენტინელის ერთ გუნდში ყოფნამ შესაძლოა კატალონიურ კლუბს დამატებითი სირთულეები შეუქმნას. "ბარსელონას” ლეგენდა იოჰან კრუიფმა, რომელმაც ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ ჩაიბარა "ბარსელონას” საპატიო პრეზიდენტის პოსტი, განაცხადა, რომ სანდრო როსელის ადგილას იგი ან ბრაზილიური "სანტოსიდან” ფორვარდ ნეიმარ და სილვას არ შეიძენდა, ან კიდევ ლიონელ მესის გასხვისებაზე დაფიქრდებოდა. "ასეთი სიტუაცია პრობლემებს ქმნის. შეგვიძლია მცირეოდენიდან დავიწყოთ – მაგალითად, სტანდარტული მდგომარეობიდან. ნეიმარს შეუძლია საჯარიმო დარტყმით ლამაზი გოლების გატანა, რაც არაერთხელ გვაჩვენა "კამპ ნოუზე” ლიონელ მესიმ. ახლა მწვრთნელს მოუწევს არჩევნის გაკეთება, თუ ვის უნდა ანდოს საჯარიმოების შესრულება?”, – დაიწყო კრუიფმა. "ნეიმარსა და "ბარსელონას” Nike-თან სპონსორული ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული, ლეო კი რეკლამირებას Adidas-ს უწევს. ზოგჯერ კი, ასეთმა სურათმა შესაძლოა სერიოზულ კონფლიქტამდე მიგვიყვანოს. ჩემს განკარგულებაში ნეიმარი რომ ყოფილიყო, დირექტორთა საბჭოზე მესის გაყიდვის საკითხს დავაყენებდი, რომელიც, ალბათ, ცხარე დისკუსიას გამოიწვევდა. ზოგიერთი ჩემს პოზიციას დაეთანხმება, ზოგიერთი – არა”. "თუ ზოგადად კლუბის მიზნებზე ვისაუბრებთ, მაშინ ძალიან ბევრ რამეზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, მსოფლიოში კი სულ რამოდენიმე ადამიანი არსებობს, რომლებსაც კლუბ-გრანდებთან მართლაც წარმატებული გამოცდილება აქვთ. თუ "ბარსელონას” ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდება, ეს ძალიან კარგი იქნება. თუმცა, ჩვენ ლოდინი და ნახვა მოგვიწევს – მოუტანს თუ არა ნეიმარისა და მესის ერთ გუნდში ყოფნა კლუბს წარმატებას. ეს სერიოზული რისკია. "ბარსელონას” ხელმძღვანელების ადგილას პირადად მე ნეიმარს არ შევიძენდი”, – დაასრულა ჰოლანდიელმა. წყარო: Marca | |
|
სულ კომენტარები: 0 | |