9:31 PM
კროოსმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა



"ბაიერნის” ნახევარმცველი ტრავმის შემდეგ აღდგენითი პროცესებს აგრძელებს, რომელიც "იუვენტუსთან” დაპირისპირებაში მიიღო.

შეგახსენებთ, რომ კროოსმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მიიღო. მაშინ გუნდის ექიმებმა ფეხბურთელს მოედანზე დაბრუნება 6-8 კვირის შემდეგ უწინასწარმეტყველეს.

მუხლქვეშა მყესის გაწყვეტის გამო უკვე სამი კვირაა, რაც ტონი კროოსი დიდი ფეხბურთის გარეშე ცხოვრობს. ეს პაუზა ფეხბურთელმა მარცხენა ფეხის მუხლზე მცირე ქირურგიული ჩარევისთვის გამოიყენა. გასულ კვირას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

მიუხედავად ამისა, 23-წლის ფეხბურთელის რეაბილიტაციის პერიოდი უფრო არ გაგრძელდება. გუშინ კროოსმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც ოფიციალურად უარყო პრესაში გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ მისი მდგომარეობა საფრთხის ქვეშაა.

"ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არაფერი არ შეცვლილა. ჯერ კიდევ მაქვს იმის იმედი, რომ პირველ ივნისს გერმანიის თასის ფინალში მონაწილეობის მიღებას შევძლებ”, – განაცხადა ტონი კროოსმა.

ნანახია: 308 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: