11:17 AM
"კრიშტიანუ მიიჩნევს, რომ საუკეთესოა, მაგრამ..."



კარლოს ტევესმა კრიშტიანუ რონალდუსთან მოახლოებული შეხვედრის წინ უკვე ბევრჯერ თქმულზე საკუთარი აზრი გამოხატა. არგენტინელის თქმით, მესი რონალდუზე უკეთესია. 

შეგახსენებთ, რომ ტევესი და რონალდუ ერთად თამაშობდნენ წარსულში "მანჩესტერ იუნაიტედში" და ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს 2008 წელს.

"ვფიქრობ, კრიშტიანუსთვის ნორმალურია, რომ ფიქრობს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელობაზე. ყველას, ვინც 37 ან 40 გოლს გაიტანს სეზონში, აქვს ამის უფლება, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ყოველთვის მესის მხარეს დავიჭერ", -განაცხადა კარლოსმა.

"კრიშტიანუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და კიდევ დიდხანს დარჩება ასეთად. არ ეტყობა, რომ ზეწოლას განიცდის. თვალს არასდროს მოვაცილებთ".

"მოქმედების საშუალება არ უნდა მივცეთ, თორემ ძალიან სახიფათოა და კარგად ურტყამს კარში. ჩვენი საჯარიმოდან შორს უნდა შევაჩეროთ", -დაასრულა ტევესმა.
 
ნანახია: 263 | დაამატა: ROM@NI | ტეგები: კრიშტიანუ მიიჩნევს, რომ საუკეთესოა, მაგრამ... | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: