7:08 AM
კოშელნი “არსენალში” რჩება



ფრანგი მცველი "ბაიერნის” წინადადებით დაინტერესებული არაა.

ჭორების თანახმად, მიუნხენის "ბაიერნი” სერიოზულ ინტერესს იჩენს ლონდონის "არსენალის” 27-წლის მცველ ლორან კოშელნისადმი.

თუმცა, ფრანგმა, რომელსაც "მეთოფეებთან” მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, განაცხადა, რომ მზადაა "ემირეიტს სტედიუმზე” დარჩეს, რადგან მისი გუნდი, დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონშიც იასპარეზებს.

"არსენალთან” მოქმედი კონტრაქტი კიდევ ოთხი წლით მაკავშირებს. მთავარია, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ, და ევროპის უძლიერეს გუნდებს დავუპირისპირდებით”, – განაცხადა კოშელნიმ La Montagne-სთან ინტერვიუში.

"არსენალის” რიგები კოშელნიმ 2010-წლის ზაფხულში შეავსო, ამ დროის განმავლობაში მან ინგლისის პრემიერ ლიგაში 88 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი გატანილი ექვსი გოლით გამოიჩინა.

წყარო: Sky Sports

ნანახია: 320 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: