12:54 PM
"კორინთიანსი": 15 მლნ ევრო პატოსთვის



მსოფლიოს ახალ ჩემპიონს ბრაზილიელი ფორვარდის სამშობლოში დაბრუნება სურს.

როგორც Sky Sport Italia იტყობინება,ბრაზილიურმა გრანდმა მილანურ კლუბს ალეშანდროს სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა.მაგრამ,მიუხედავად ამ შეთავაზებისა,როგორც ჩანს,იტალიელებს ეს თანხა არ აკმაყოფილებთ.

შეგახსენებთ,რომ გასულ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფრანგული "პსჟ" მზად იყო "როსონერისთვის" 23-წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაეხადა,თუმცა,საბოლოოდ ეს ტრანსფერი ჩაიშალა.
 
ნანახია: 310 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: