6:08 PM
"კორდობას" მწვრთნელი: "ბარსელონას" დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია"



"კორდობას" მთავარი მწვრთნელი რაფა ბერგესი გამოტყდა, რომ ესპანეთის თასის 1/8 ფინალში მის გუნდს "ბარსელონას" წინააღმდეგ არანაირი შანსი არ ჰქონდა.

მოგეხსენებათ, გუშინ კატალონიელები რაფა ბერგესის გუნდს განმეორებით მატჩში დაუპირისპირდნენ და გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს. "კორდობას" მთავარმა მწვრთნელმა კი მატჩის შემდეგ "ბარსელონა" შეაქო.

"ბარსელონა" უმაღლეს ტექნიკურ დონეზე იმყოფება, როგორც ინდივიდუალური სახით, ასევე კოლექტივით. ასეთ გუნდს შეგიძლია მაშინ გაუმკლავდე, როდესაც საოცარი დაცვის ხაზი გყავს. როდესაც "ბარსელონასთან" სათამაშოდ მოედანზე გადიხარ იძულებული იქმნები თამაში გახსნა",-განაცხადა ბეგესმა.

"ისინი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან, სისწრაფე, ბურთთან კონტაქტი, ყველაფერი გააჩნიათ, რაც მოწინააღმდეგეს დიდ სირთულეს უქმნის. პრიმერა დივიზიონის ნებისმიერ კლუბთან დაპირისპირება ძალიან რთულია, "ბარსელონას" დამარცხება კი შეუძლებელი".
 
ნანახია: 279 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: