3:56 PM
კონტეს დისკვალიფიკაციის ვადას შეუმცირებენ

როგორც იტალიური პრესა იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" თავკაცის აპელაცია ნაწილობრივ დაკმაყოფილდება.

შეგახსენებთ, რომ კონტეს 10-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს მას შემდეგ, რაც "სიენაში" მუშაობის დროს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაში ამხილეს.

ამ, სენსაციური საქმის განსახილველად სასამართლო დღეს გაიმართება რომში, თუმცა ვერდიქტს დღესვე არ გამოიტანენ. იტალიის ავტორიტეტული გამოცემები ირწმუნებიან, რომ ანტონიო კონტეს დისკვალიფიკაციის ვადა შემცირდება.

Gazzetta dello Sport-ის მიხედივთ, სასჯელი 6 თვემდე შემცირდება, ხოლო Corriere Dello Sport აცხადებს, 4 თვემდეო.

აქვე გეტყვით, რომ დღეს "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაზე "შახტარს" უმასპინძლებს.
 
ნანახია: 288 | დაამატა: RoM@N | ტეგები: კონტეს დისკვალიფიკაციის ვადას შეუმც | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: