4:51 PM
კონტე: “რთული ჯგუფია, სამაგიეროდ იგი ბევრ კარგ მატჩს გვპირდება”



"იუვენტუსის” თავკაცმა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგები დააკომენტარა.

"რთული ჯგუფია, სამაგიეროდ იგი ბევრ კარგ მატჩს გვპირდება. "რეალი” – თასის დაუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია და "იუვენტუსის” პრინციპული მეტოქე ევროპაში. როდესაც ასეთი ისტორიის მქონე გუნდს ეთამაშები, ეს მოტივაციას ყოველთვის გმატებს. "გალათასარაი” – უმაღლესი დონის გუნდია. როდესაც ისინი შინაურ კედლებში თამაშობენ, შეუძლიათ თავიანთი ვნებიანი გულშემატკივრების იმედი ჰქონდეთ”.

"დანიურ ფეხბურთს გასულ სეზონში გავეცანით, როდესაც "ნორდშელანდს” დავუპირისპირდით. "კოპენჰაგენთან” მატჩებში გუნდურად უნდა ვითამაშოთ. გამოცდილები გავხდით, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ – ეს ჩვენი ოცნებაა. და ამ ოცნების ასახდენად ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ”, – განაცხადა ანტონიო კონტემ.

წყარო: UEFA.com

ნანახია: 323 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: