7:09 PM
კონტე: "ნაპოლისთვის ქულების დაბრუნება სამართლიანია"



იუვენტუსის ხელმძღვანელი თვლის, რომ ნეაპოლური გუნდის გამართლება სწორი გადაწყვეტილება იყო.

2012 წელს გარიგებულ მატჩებთან სკანდალში ნაპოლიც დაადანაშაულეს. სასჯელი არც ისე მსუბუქი იყო. გუნდს "სერია ა" -ში 2 ქულა დააკლდა და რაც მთავარია 2 გამოცდილ ფეხბურთელს, გრავასა და კანავაროს(C) ნახევარ-ნახევარი წლით დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
თუმცა ნეაპოლურმა გუნდმა გააპროტესტა განაჩენი და შედეგიც მიიღო. ორი ქულაც დაუბრუნდა და ორივე ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია მოეხსნა.

ანტონიო კონტემ ასევე გუშინდელ მატჩზეც ისაუბრა. იუვენტუსმა უდინეზე 4-0 გაანადგურა. მოგებაში გუნდს 19 წლის პოლ პოგბა დაეხმარა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. თითო-თითო გოლით ვუჩინიჩმა და მატრიმ გამოიჩინეს თავი.

"პოგბას მანერებს ფრანკ რაიკარდს ვამსგავსებ. მე მჯერა რომ იგი ერთერთი მთავარი ფიგურა გახდება ჩვენი გუნდის და ერთერთი საუკეთესო მთელ მსოფლიოში" - განაცხადა კონტემ.
 
ნანახია: 295 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: