1:32 PM კონტე: “მესის, რონალდუსა და ნეიმარის გაწვრთნაზე უარს არ ვიტყოდი” | |
![]() "ბებერი ქალბატონის” თავკაცმა იუმორის თანხლებით კლუბის საზაფხულო გეგმებზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, "იუვემ” უკვე შეათანხმა ფერნანდო ლიორენტეს ტრანსფერი, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩავა ტურინში, თუმცა კლუბი ამაზე გაჩეებას არ აპირებს და გონსალო იგუაინისა და ტევესის გადმობირებას ეცდება. "იგუაინი და ტევესი ძალიან მომწონს, მაგრამ, მათ გარდა, მესის, რონალდუსა და ნეიმარის გაწვრთნაზეც არ ვიტყოდი უარს. ასეთი საქმეების ჩაწყობა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი თუ "ფენტეზის” თამაშობ, სამწუხაროდ, წელს "იუვენტუსი” არც ისე დიდ თანხაზ გამოყოფს ტრანსფერებისთვის” , -განაცხადა ანტონიომ. "ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედო, მაშინაც კი, თუ საქმე არენდებს შეეხება. საქმე იოლი ნამდვილად არაა. რაც შემეხება მე, კონტრაქტი 2015 წლამდე მაქვს გაფორმებული და ჯერ მის გადახედვას არ ვაპირებთ. პრესას რაც არ უნდა მოუვიდეს თავში, ჩემი ხელფასი იმდენივე რჩება, რამდენიც მქონდა. მზად ვარ მომავალშიც წარმატებული გუნდი შევქმნა”. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |