"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ტურინული კლუბი კოტ'დივუარელი თავდამსხმელით დიდიე დროგბათი ინტერესდება, უარყო.
"გაზეთში წავიკითხე იმის შესახებ, რომ "იუვენტუსი" მზადაა დროგბა გადაიბიროს. თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობას მის ტრანსფერთან დაკავშირებით ჩემთვის არაფერი არ უთქვია. არც მე მითხოვია კლუბისთვის დიდიეს შეძენა. ჩვენ ეს ვარიანტი არ გაგვიხილია".
"რაც შეეხება ლიორენტეს, აი მან ნამდვილად მიიპყრო ჩვენი ყურადღება და ზაფხულში თავისუფალი აგენტიც ხდება. მაგრამ ძალიან გაკვირვებული დავრჩები, თუ ჩვენ მის ტრანსფერს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე განვახორციელებთ",-განაცხადა კონტემ.