10:32 PM
კონტე “იუვენტუსს” არ დატოვებს




ახალგაზრდა სპეციალისტმა "იუვენტუსში” გატარებული ორი წლის განმავლობაში უკვე მეორე "სკუდეტო” მოიპოვა და ამ ზაფხულს ტურინიდან აბარგებას არ აპირებს.

"ანტონიოს "იუვენტუსის” ხელმძღვანელობასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. როდესაც პროფესიონალი გარკვეულ მიზანს აღწევს, მაშინ ნორმალურია, რომ იგი მომავალზე ფიქრობს, ახლა კონტეს მომავალი მხოლოდ "იუვენტუსს” უკავშირდება”.

"კონტე აცხადებს, რომ მას კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა სჭირდება, რათა ჩვენი საზაფხულო მოძრაობის მიმართულება დაადგინოს”.

"საჭიროა სათამაშო და ფინანსურ საჭიროებებსა და აუცილებლობას შორის სწორი ბალანსი ვიპოვოთ. ევროპაში ჩვენი მიზნები გაგვაჩნია”, – განაცხადა "ბებერი ქალბატონის” სპორტულმა დირექტორმა ბეპე მაროტამ.

შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონტეს მიმართ ინტერესს "ჩელსი” და "რეალი” იჩენენ.

ნანახია: 320 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: