10:30 PM
კონტე: “გულშემატკივრები კმაყოფილნი უნდა იყვნენ”



"იუვენტუსის” თავკაცმა სერია ა-ს ტიტულის განაღდებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურინელებმა "პალერმო” (1:0) დაამარცხეს და ტიტული ოფიციალურად გაიფორმეს.

"ბედნიერები ვართ. ფეხბურთელებმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს. არც ისე ადვილია ჩემპიონატის ზედიზედ მეორედ მოგება”, – განაცხადა "ბებერი ქალბატონის” მთავარმა მწვრთნელმა.

"სეზონის ყველაზე რთული მომენტი? "ინტერთან” საშინაო მარცხი”.

"ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერთან” მარცხის შემდგომ, კრიტიკის ტალღა მივიღეთ. ხალხი თავდაპირველად ამბობდა, რომ "იუვენტუსი” "ბაიერნის” დონის არაა. პირველი თამაშის შემდგომ დავთანმხდი იმ მოსაზრებას, რომ მიუნხენელები არაჩვეულებრივნი არიან”.

"იუვეს” მიზანი – ყველა ტურნირის მოგებაა, სადაც კი მონაწილეობას ვიღებთ. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობას გავესაუბრები. გულშემატკივრები კმაყოფილნი უნდა იყვნენ, რადგან ზედიზედ მეორე წელიწადია იტალიაში პირველ ადგილს ვიკავებთ”.

ნანახია: 302 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: