11:05 PM
კონფედერაციის თასისთვის იტალიის განაცხადი ცნობილია



ჩეზარე პრანდელიმ ის 23 ფეხბურთელი აირჩია, რომლებიც ამ ზაფხულს ბრაზილიაში გასამართ ტურნირზე "სკუადრა აძურას” ღირსებას დაიცავენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განაცხადში მხოლოდ ერთი ლეგიონერია, ფრანგული "პარი სენ ჟერმენის” გოლკიპერი სალვატორე სირიგუ.

შეგახსენებთ, ტურნირი 15 ივნისს აიღებს სტარტს. ჯგუფში იტალიელთა მეტოქეები ბრაზილიის, იაპონიისა და მექსიკის ეროვნული ნაკრებები არიან.

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), ფედერიკო მარკეტი (ლაციო), სალვატორე სირიგუ (პსჟ);

მცველები: დანიელე ასტორი (კალიარი), ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი (ყველა – იუვენტუსი), ინიაციო აბატე, მატია დე შილიო (ორივე – მილანი), კრისტიან მაჯო (ნაპოლი);

ნახევარმცველები: ალბერტო აკვილანი (ფიორენტინა), ანტონიო კანდრევა (ლაციო), დანიელე დე როსი (რომა), ალესანდრო დიამანტი (ბოლონია), რიკარდო მონტოლივო (მილანი), ემანუელე ჯაკერინი, კლაუდიო მარკიზიო, ანდრეა პირლო (ყველა – იუვენტუსი);

თავდამსხმელები: ალესიო ჩერჩი (ტორინო), მარიო ბალოტელი, სტეფან ელ შაარავი (ორივე – მილანი), ალბერტო ჯილარდინო (ბოლონია), სებასტიან ჯოვინკო (იუვენტუსი).

ნანახია: 309 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: