10:09 PM კონფედერაციის თასისთვის ესპანეთის განაცხადი ცნობილია | |
![]() ვისენტე დელ ბოსკემ ის 23 ფეხბურთელი აირჩია, რომლებიც ამ ზაფხულს ბრაზილიაში გასამართ ტურნირზე "ფურია როხას” ღირსებას დაიცავენ. როგორც შეგატყობინეთ, განაცხადში ვერ მოხვდა ტრავმირებული ხაბი ალონსო, რომელსაც საზარდულის დაზიანება აღენიშნება. ვარაუდობდნენ, რომ "რეალის” ნახევარმცველის ადგილს ნაკრებში ბენიატი ან ხავი გარსია დაიკავებდა, თუმცა არცერთი მათგანი დელ ბოსკეს განაცხადში არ შეუყვანია. სამაგიეროდ, ბრაზილიაში გაემგზავრებიან ნაჩო მონრეალი და რობერტო სოლდადო. მეკარეები: იკერ კასილასი (რეალი), ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა), პეპე რეინა (ლივერპული); მცველები: სეზარ ასპილიკუეტა (ჩელსი), ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი, რაულ ალბიოლი (ყველა – რეალი), ხერარდ პიკე, ხორდი ალბა (ორივე – ბარსელონა), ნაჩო მონრეალი (არსენალი); ნახევარმცველები: ხავი მარტინესი (ბაიერნი), ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, სესკ ფაბრეგასი, სერხიო ბუსკეტსი, პედრო როდრიგესი (ყველა – ბარსელონა), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), ხუან მატა (ჩელსი), სანტი კასორლა (არსენალი), ხესუს ნავასი (სევილია); თავდამსხმელები: დავიდ ვილია (ბარსელონა), ფერნანდო ტორესი (ჩელსი), რობერტო სოლდადო (ვალენსია). | |
|
სულ კომენტარები: 0 | |