3:55 PM
კოკაიამ კაპიტანი და ვიცეკაპიტანი "ზესტაფონიდან" გაუშვა!



როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ რამდენიმე ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვა, მათ შორის კაპიტანი ზურაბ მამალაძე და ვიცეკაპიტანი თორნიკე აფციაური. იმერულ გუნდში ფეხბურთელებსა და კლუბის ხელმძღვანელობის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ვიტ ჯორჯიასთან" მარცხის გამო კოკაიამ მოთამაშეები დააჯარიმა, ფეხბურთელებმა კი ვარჯიშში არ მიიღეს მონაწილეობა.

დღეს ფეხბურთის ფედერაციაში 12-თა საბჭო გაიმართა, რომელზეც "ზესტაფონის" პრეზიდენტმა სფფ-ს "ჩიხურასთან" გასამართი მატჩის გადადების თხოვნით მიმართა. საჩხერლები ამ წინადადებას დასთანხმდნენ. ეს ყველაფერი კი "ზესტაფონის" კაპიტნისა და ვიცეკაპიტნის გუნდიდან გაშვებას შეიძლება უკავშირდებოდეს.

"ზესტაფონი"-"ჩიხურას" მატჩი სავარაუდოდ 19 დეკემბერს გაიმართება.
 
ნანახია: 259 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: