2:12 PM
კოენტრაუ “რეალიდან” წასვლას არ გამორიცხავს



მადრიდის "რეალის” მარცხენა მცველმა ჯერაც არ იცის, როგორ ამოტრიალდება მისი ბედი ზაფხულში. ფაბიო მადრიდულ გრანდში 2011 წელს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოვიდა, თუმცა ძირითადში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო. ახლანდელ ჭორებს თუ დავუჯერებთ, 25 წლის ფეხბურთელმა კარიერა შესაძლოა "ჩელსიში” ან "იუვენტუსში” გააგრძელოს.

"პირველივე დღიდან მქონდა აქ პრობლემები. ახლა ისე გამოდის, თითქოს ყველას უნდა, რომ წავიდე. არ ვიცი, რა გავაკეთე არასწორად. ახლა ისეთი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, რომელიც მეც და კლუბსაც დაგვაკმაყოფილებს”, – განაცხადა მან.

ნანახია: 330 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: