10:26 PM
კოენტრაოს “ბენფიკაში” დაბრუნება სურს



უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პორტუგალიელმა განაპირა მცველმა, შესაძლოა "სანტიაგო ბერნაბეუ” დატოვოს. ამაში ესპანური მედიის უმეტესი ნაწილია დარწმუნებული.

როგორც წყარო იტყობინება, კოენტრაომ თავის აგენტს სთხოვა, დაერწმუნებინა "რეალის” ხელმძღვანელობა იმაში, რომ ამ ზაფხულს, კლუბმა იგი "ბენფიკაში” იჯარის წესით გაუშვას, ან სრულად გაყიდოს.

შეგახსენებთ, "არწივებმა” ფაბიო 2011 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "სამეფო კლუბში” გაყიდეს. მაშინ პორტუგალიელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ, ესპანელებისგან 30 მილიონი ევრო მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ კოენტრაოს თამაშს ასევე "მონაკო” და მთელი რიგი ინგლისური კლუბები აკვირდებიან.

წყარო: Football Espana

ნანახია: 308 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: