9:54 PM
კოენტრაო "ჩელსის" ინტერესების სფეროში მოექცა




"ჩელსიმ" შესაძლოა მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველი ფაბიო კოენტრაო გადაიბიროს, იტყობინება Marca.

მოცემული წყაროს ინფორმაციით, ამ ტრანსფერს შესაძლოა ხელი იმ ფაქტმა შეუწყოს, რომ ლონდონელების მარცხენა მცველი ეშლი კოული "არისტოკრატებთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კოენტრაოს "ჩელსის" მფლობელთან რომან აბრამოვიჩთან კარგი ურთიერთობა აქვს.

ასევე იტყობინებიან იმასაც, რომ ფაბიოს აიტორ კარანკასთან კარგი ურთიერთობა არ აქვს - მადრიდის "რეალში" ჟოზე მოურინიოს ასისტენტთან.

შეგახსენებთ, რომ კოენტრაო "ბლანკოსმა" ლისაბონის "ბენფიკადან" 30 მილიონ ევროდ შეიძინა. მას კლუბთან კონტრაქტი კიდევ ოთხი წლით აკავშირებს. 

მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მადრიდელების მაისურით მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
 
ნანახია: 290 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: