"ლივერპულის" ურუგვაელი მცველი, შესაძლოა სხვა კლუბში არენდით წავიდეს, თუ გუნდი მის შემცვლელს იშოვის.
"წითელთა" მთავარმა მენტორმა დაადასტურა, რომ სებასტიან კოატესს სჭირდება რეგულარული სათამაშო პრაქტიკა, რასაც იგი ამ გუნდში ვერ მიიღებს. ამიტომაც, მისთვის კარგი იქნება ცოტა ხნით სხვაგან წავიდეს.
მაგრამ "მერსესაიდული" კლუბის ბოსმა ასევე განაცხადა, რომ კოატესი გუნდს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ მისი შემცვლელი მოიძებნება.
როჯერსმა კოატესზე ასე ისაუბრა: "ახლა ძნელია ჩვენთან მინდორზე ძირითადი ადგილის მოპოვება. სებასტიანისთვის ყველაზე უმჯობესი იქნება, თუკი ის სხვა კლუბში მიიღებს რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას."
"მაგრამ ეს ყველაზე კარგი ვარიანტი არ უნდა იყოს "ლივერპულისთვის". მე უნდა გავაკეთო ყველაფერი მის შესაცვლელად, ეს ჩემი სამსახურია, როგორც მწვრთნელი."-დაასრულა "წითელთა" თავკაცმა.
ნათელია, რომ როჯერსი ურუგვაელ მცველს გუნდის ერთ-ერთ ძირითად მოთამაშედ ხედავს, მაგრამ ჯერ ის განვითარებას საჭიროებს, სანამ იგი დანიელ აგერს, ჯემი კარაგერს და მარტინ შკრტელს შეეცილება ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად.