10:17 PM კლოზე შეიძლება გერმანიაში დაბრუნდეს | |
![]() "ლაციოს” თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ განაცხადა, რომ მომდევნო ზაფხულს შესაძლოა გერმანიაში დაბრუნდეს ან კარიერა დაასრულოს. ერთ წელიწადში 35-წლის ფორვარდს "ლაციოსთან” სამწლიანი კონტრაქტი ეწურება, რომელიც რომაელებთან 2011-წელს გააფორმა. "გერმანიაში დაბრუნება – ჩემთვის კარგი ვარიანტია. გარდა ამისა, კარიერის დასრულებაზე ფიქრსაც არ გამოვრიცხავ”, – განაცხადა კლოზემ. სერია ა-ს გასულ გათამაშებაში მიროსლავმა 15 გოლი გაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის გარკვეული ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, რის გამოც მოედანზე მხოლოდ 29 შეხვედრაში მოგვევლინა. წყარო: Football Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |