10:17 AM
კლოპის მატჩისწინა კომენტარი



მოგეხსენებათ დღეს, თბილისის დროით, 22:45 საათზე მადრიდის "რეალი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო დაპირისპირებაში საკუთარ კედლებში დორტმუნდის "ბორუსიას” მიიღებს, რომელმაც პირველ მატჩში "თეთრები” ანგარიშით 4:1 გაანადგურა.

"პირველ მატჩში ჩვენმა გულშემატკივრებმა მხარი მტკიცედ დაგვიჭირეს და ახლა ყველამ იცის, თუ როგორ შეგვიძლია ვითამაშოთ. "რეალი” ყველაფერ შესაძლებელისა და შეუძლებელის გაკეთებას ეცდება. ჩვენ ფინალში ჯერ კიდევ არ გავსულვართ, თუმცა პირველი მატჩის ანგარიში უკეთესი იყო, ვიდრე მოველოდით. ხვალ მთელი ძალებით უნდა ვიბრძოლოთ. ერთი რამ აშკარაა, მოწინააღმდეგე ხელებს არ ჩამოუშვებს და ჩვენთვის პრობლემის შექმნას შეეცდება. თუმცა ჩემ გუნდს შეტევაში დიდი პოტენციალი აქვს, რაც პირველ შეხვედრაშიც დავამტკიცეთ”, – განაცხადა "დორტმუნდის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დღევანდელი შეხვედრის მატჩისწინანდელ პრეს-კონფერენციაზე.

ნანახია: 281 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: