8:52 PM კლოპი: “შარშან “ჩელსის” იმედიც არავის ჰქონდა, მაგრამ…” | |
![]() დორტმუნდის "ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მადრიდის "რეალთან” გასამართი ნახევარფინალური მატჩების წინ თავს იმედიანად გრძნობს. "რეალის” წინააღმდეგ საკუთარი თამაშის სტილის შეცვლას არ ვაპირებთ. რა თქმა უნდა, კარგად გვახსოვს ჯგუფურ ეტაპზე ამ გუნდთან დაპირისპირება, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ახლა მადრიდელები გაცილებით უკეთ გამოიყურებიან”, -განაცხადა კლოპმა. "ვინ არის ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ახლანდელი ნახევარფინალისტებიდან? -ასეთი სამია: "რეალი”, "ბარსელონა” და "ბაიერნი”. მაგრამ გაიხსენეთ, შარშანაც ასეთი სიტუაცია იყო ნახევარფინალში. ჩვენს ნაცვლად მაშინ "ჩელსი” გამოდიოდა და არც მისი იმედი ჰქონდა ვინმეს, მაგრამ შემდგომში თასი სწორედ "არისტოკრატებმა” მოიგეს”. "ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება ზღაპრის რეალობად გადაქცევასავით იქნება. ეს იქნება რაღაც დაუჯერებელი და ფანტასტიკური. სწორედ ასე განვაწყობ ჩემს მოთამაშეებს მოსაგებად”. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |