3:11 PM
კლოპი: "სენსაცია მოვახდინეთ"

დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, მადრიდის "რეალთან" გამართული შეხვედრის შემდეგ ემოციებს არ მალავდა.

"ამ შეგრძნების ენით გადმოცემა შეუძლებელია. დღეს ჩვენ სენსაცია მოვახდინეთ." - აცხადებს კლოპი.

"ასე სრულდება ოცნებები. ეს მატჩი არ იყო იდეალური, მაგრამ თუ განვიხილავთ ემოციურობით და საბრძოლო სულით, ის იდეალურთან ახლოს იყო."

"პირველ ტაიმში ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართა, მაგრამ ჯამში კრიტიკის ბევრი მიზეზი არ არსებობს, ვინაიდან ძალიან კარგად ვითამაშეთ. ეს განსაკუთრებული საღამო იყო, რომელმაც მე ბრემენის "ვერდერი" გამახსენა, როდესაც ყველა გაკვირვებული იყო: "როგორ მოახერხეს მათ "რეალის" დამარცხება?"

"ეს შეხვედრა ჩემს ბიჭებს მეტ თავდაჯერებულობას შესძენს. ბოლო დროს მათ ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ჩემი გუნდის ხასიათში, მაშინ მან ჩემი პატივისცემა დაკარგა."

"ყოველთვის გვსურს კარგად თამაში, მაგრამ ხანდახან არ გამოდის ისეთი ფეხბურთი, როგორიც დღეს. მარსელ შმელცერი ბრწყინვალე იყო. კარგია, რომ გერმანიის ნაკრებს ასეთი კალიბრის მარცხენა მცველი ჰყავს."

"ყველაფერი, რაც ამ ჯგუფის შესახებ ითქმებოდა ტურნირის სტარტამდე - სისულელეა. პროგნოზირებდნენ, რომ "აიაქსი" ბოლო ადგილზე გავიდოდა, ჩვენ კი მესამე ადგილს დავიკავებდით. "აიაქსმა" უკვე აჩვენა, რომ ბევრად მეტი შეუძლია. სამწუხაროდ, წინ კიდევ სამი ძალიან რთული შეხვედრა გველის."

წყარო: UEFA

ნანახია: 288 | დაამატა: RoM@N | ტეგები: კლოპი: სენსაცია მოვახდინეთ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: