6:51 PM
კლოპი: "რეალზე" ფიქრისთვის დრო არ მაქვს"



დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა უარყო გავრცელებული ხმები, რომლებიც მის სახელს მადრიდულ გრანდს უკავშირებდნენ.

"შესაძლებელია, მადრიდში კვლავ სურთ, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი გერმანელი სპეციალისტი იყოს. რა შემიძლია ვთქვა ამ თემასთან დაკავშირებით? მე "ბორუსიასთან" მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს, რომელიც 2016-წელს მეწურება. სამწუხაროდ, "რეალზე" ფიქრისთვის დრო არ მაქვს".

"მოხარული ვარ, რომ ჩემი გუნდის თამაშმა ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ბევრი გულშემატკივარი მოხიბლა. ეს გავრცელებული ხმები ჩემი შესაძლო მადრიდში გადაბარგებაზე - მხოლოდ და მხოლოდ გავრცელებული ჭორებია და მეტი არაფერი",-განაცხადა იურგენ კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბორუსია" და "რეალი" ერთად მოხვდნენ, საბოლოოდ ჯგუფში პირველი ადგილი გერმანულმა კლუბმა დაიკავა, ხოლო ესპანური გრანდი პლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდა.
 
ნანახია: 280 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: