11:17 PM
კივუს “ინტერში” დარჩენა სურს



რუმინელი მოთამაშის მომავალი "ჯუზეპე მეაცაზე”, ჯერჯერობით გაურკვეველია.

32 წლის ფეხბურთელისთვის, იტალიის ჩემპიონატის ბოლო სეზონი, მაინცდამაინც წარმატებული არ გამოდგა: მას ჯანმრთელობის პრობლემები მუდმივად აწუხებდა, რის გამოც, მან სერია ა-ს მხოლოდ ათ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

არსებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მოთამაშის აგენტი, გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ უალტერ მაცარის შეხვდება, რომლებიც კივუს მილანურ მომავალს განიხილავენ. როგორც ცნობილია, იგი მაცარის გეგმებში არ შედის.

"თუ "ინტერს” კივუ აღარ სჭირდება, ამის შესახებ, ჩვენ უბრალოდ გვეცოდინება. კრისტიანს სურს, მომდევნო სეზონშიც "ნერაძურის” მაისურით ითამაშოს. თუმცა, მაცარისთან შეხვედრის შემდეგ, ყველაფერი დაზუსტებით გვეცოდინება,”-განაცხადა ფეხბურთელის წარმომადგენელმა, ჯიჯი ბეკალმა.

წყარო: Football Italy

ნანახია: 321 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: