10:07 PM კიელინი: იტალიას უნდა მოეგო | |
![]() იტალიის ეროვნული ნაკრების მცველი ჯორჯო კიელინი დარწმუნებულია, რომ მისმა გუნდმა ფინალში გასვლა უფრო დაიმსახურა, ვიდრე ესპანეთმა. "შედეგით ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან დარწმუნებულები ვიყავით, რომ ევრო 2012-ის ფინალის ანგარიში სამართლიანი არ იყო”, – აცხადებს კიელინი. "გადატვირთული გრაფიკის გამო დაღლილები ვიყავით, რადგან სამ დღეში ფიზიკური კონდიციების აღდგენა შეუძლებელია”. "საკუთარ თავებში დარწმუნებულნი ვიყავით, კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და, თუ გულახდილად ვისაუბრებთ, უფრო უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ველოდით. თუ გუნდი არსებობდა, რომელიც ფინალში გასვლას ესპანელებზე უფრო მეტად იმსახურებდა – ეს იტალია იყო”. "პირველი ტაიმი 2:0 უნდა დაგვესრულებინა. ოვერტაიმის დასრულებას ვეღარ დაველოდე, რადგან "მკვდარი” ვიყავი. სიცხე აუტანელი იყო, თუმცა ამაოდ ვიბრძოდით”. "კატენაჩოზე არ გვითამაშია. რამოდენიმე კარგი საგოლე მომენტი შევქმენით და მოედანზე ბურთთან ერთად კარგად ვმოქმედებდით”, – დაასრულა ჯორჯომ. ესპანეთი ფინალში პენალტების სერიაში მოპოვებული გამარჯვების წყალობით გავიდა. იტალიასა და ურუგვაის შორის, მესამე ადგილისათვის გასამართი დაპირისპირება კვირას გაიმართება, ორშაბათს ღამით კი "ფურია როხა” ფინალში ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს დაეჯახება. წყარო: Rai Sport | |
|
სულ კომენტარები: 0 | |