10:06 PM
კეროლი – “ვესტ ჰემის” მოთამაშე



დღეს, ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, "ჩაქუჩებმა” ოფიციალურად გაიფორმეს.

"ლივერპულმა” გაუშვა ფეხბურთელი, რომლის შეძენაც კლუბის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი გამოდგა. იგი უკვე "ვესტ ჰემის” სრულფასოვანი მოთამაშეა. პრემიერ ლიგის გასული სეზონი, მან სწორედ ამ კლუბში, იჯარის წესით გაატარა. ახლა კი მან ლონდონელებთან, ექვსწლიან ხელშეკრულებაზე მოაწერა ხელი.

როგორც ცნობილია, მერსესაიდულმა კლუბმა დედაქალაქელებისგან ენდი კეროლის სანაცვლოდ, 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო, რომელიც "წითლებმა” თავის დროზე, "ნიუკასლიდან” 35 მილიონ ფუნტად შეიძინეს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გასულ სეზონში, "ვესტ ჰემის” მაისურით კეროლმა 24 მატჩის ჩატარება მოასწრო და შვიდი გოლის გატანა შეძლო.

წყარო: BBCWest Ham United

კატეგორია: ინგლისი | ნანახია: 328 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: