9:27 AM კერიკი სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს | |
![]() "მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ამტკიცებს, რომ მომდევნო წელს ბრაზილიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი, ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, მისი ბოლო დიდი ტურნირი არ იქნება. 32-წლის ნახევარმცველი ნაკრებში ასპარეზობას მომავალშიც გეგმავს. "უახლოეს დროში სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ფიქრის არანაირი მიზეზი არ არსებობს, – აცხადებს მაიკლ კერიკი. – არასოდეს არ იცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ბრაზილიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩემთვის ბოლო იქნება”. "სქოულზი და გიგსი შესანიშნავი მაგალითები არიან. არ ვამბობ, რომ მათ ასაკამდე ვითამაშებ, მაგრამ ეს შთამაგონებს. ორი-სამი წლის წინ, ხალხი რიო ფერდინანდს ეკითხებოდა, როდის დაასრულებდა იგი კარიერას. თუმცა, იგი თამაშს ახლაც აგრძელებს, და იგი ახლა იმდენად ძლიერია, როგორც არასდროს”. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |