7:01 AM
კავანის სეზონში 14 მილიონი ფუნტის მიღება სურს



"ნაპოლის” ურუგვაელმა ბომბარდირმა თავისი მოთხოვნები წამოაყენა.

შეგახსენებთ, ედინსონ კავანის შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედი”, "ჩელსი” და "რეალი” ინტერესდებიან, ნეაპოლელების ხელმძღვანელები კი მზად არიან ფეხბურთელი 63 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისონ.

Mirror იტყობინება, რომ კავანის აგენტი ინგლისური კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა და განუცხადა, რომ მის კლიენტს კვირაში ხელფასის სახით 300 ათასი ფუნტი სტერლინგის მიღება სურს. ასე რომ, თუ ედინსონი რომელიმე კლუბთან ხუთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, ამ დროის განმავლობაში იგი 70 მილიონ ფუნტზე მეტს გამოიმუშავებს.

ამ ციფრებმა, თუ მოცემული ინფორმაციის წყაროს დავუჯერებთ, "მანჩესტერ სიტი” უკვე დააფრთხო, თუმცა, იტალიური კლუბების სუსტი ბიუჯეტის გათვალისწინებით, არ იქნება გასაკვირი, რომ სამხრეთამერიკელი ვარსკვლავი იტალიაში აღარ დარჩეს.

წყარო: Mirror

ნანახია: 299 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: