9:55 PM
კავანის ძმა: “რეალთან” არანაირი კონტაქტი არ გვქონია”



ვალტერ გილიემონეს სჯერა, რომ ბომბარდირი მომდევნო სეზონშიც "ნაპოლიში” დარჩება.

ურუგვაელი არაერთი ევროპული გრანდის სატრანსფერო მიზანია, რომელთა შორის ლონდონის "ჩელსი” და მადრიდის "რეალიც” არიან.

"ამ ეტაპზე, მჯერა, რომ იგი "ნაპოლიში” ასპარეზობას გააგრძელებს. სად ისურვებდა იგი თამაშს? ედინსონი ყოველთვის ამბობდა, რომ ერთხელაც დიდ კლუბში ითამაშებდა”, – აცხადებს ფეხბურთელის ძმა.

"ახლა იგი "ნაპოლიში” ბედნიერია. მომდევნო წელს მას ჩემპიონთა ლიგა ელოდება, სადაც კიდევ ერთხელ თამაშის შესაძლებლობის გაჩენით მოხარულია. რამდენ პროცენტს შეადგენს მისი "რეალში” გადაბარგება? ნულს. ამ კლუბთან არანაირი კონტაქტი არ გვქონია”.

წყარო: Football Italia

ნანახია: 304 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: