8:09 AM კავანი პრესის მუდმივი სპეკულაციებით დაიღალა | |
![]() ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს ყელში ამოუვიდა, რომ ყოველდღე, პრესა, მის ტრანსფერთან დაკავშირებით, სხვადასხვა ჭორებს ავრცელებს. "ჩემი მომავალი? ბოლო დროს ძალიან ბევრი ჭორი გავრცელდა, უმჯობესია გაჩუმდეთ”. "მუდმივი სპეკულაციებით დავიღალე. ვცდილობდი, რომ მათზე ყურადღება არ გამემახვილებინა, თუმცა ეს უკვე შეუძლებელია. ახლა კონცენტრირების მოხდენა მხოლოდ ურუგვაის ეროვნულ ნაკრებზე მინდა”, – განაცხადა ედინსონ კავანიმ. შეგახსენებთ, რომ კავანის გადაბირების ყველაზე დიდი შანსი "რეალსა” და "ჩელსის” აქვთ. წყარო: Football Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |