7:21 PM “კავანი მოლაპარაკებებს “მანჩესტერ სიტისთან” და “რეალთან” აწარმოებს” | |
![]() "ნაპოლის” ურუგვაელი ფორვარდის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის დედამ პრესას განუცხადა, რომ ფეხბურთელის წარმომადგენლები ორ კლუბთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს – "მანჩესტერ სიტისთან” და მადრიდის "რეალთან”. გარდა ამისა, "ჩელსის” მხრიდან რაიმე კონკრეტული, რომელსაც ასევე სურს სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირის შეძენა, ჯერჯერობით არ არსებობს. "ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება, მაგრამ თუ რაიმე ნამდვილად ხდება, ჩვენ ამის შესახებ ყოველთვის ყველაზე ადრე შევიტყობთ. ედინსონი მოლაპარაკებებს "მანჩესტერ სიტისთან” და "რეალთან” აწარმოებს. "ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "ჩელსის” მხრიდან ინტერესზე საუბრობდა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კონკრეტული არ არსებობს”, – აცხადებს ბერტა გომესი ერთ-ერთ ურუგვაულ რადიოსადგურთან ინტერვიუში. "უახლოეს 15-20 დღეში შედარებით უფრო მეტი გვეცოდინება, და ამის შესახებ ედინსონი შეგატყობინებთ. მას "ნაპოლი” უყვარს, და კლუბი რომც დატოვოს, ქალაქისა და გუნდის გულშემატკივრების მიმართ მისი სიყვარული ყოველთვის დარჩება. კავანი ნეაპოლთან დაკავშირებული სიცოცხლის ბოლო დღემდე იქნება”, – დაასრულა ფეხბურთელის დედამ. შეგახსენებთ, რომ კავანის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 63 მილიონ ევროს შეადგენს, "რეალი” და "მანჩესტერ სიტი” კი, რომლებსაც ამხელა თანხის გადახდა არ სურთ, ნეაპოლელებს მთლიანი თანხის ნაწილის კომპენსირებას სხვა ფეხბურთელის დათმობით სთავაზობენ. მანჩესტერელები მზად არიან გარიგებაში ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკო ჩართონ, მადრიდელები კი 26-წლის კავანის ხელში ჩაგდების გამო მზად არიან არგენტინელ თავდამსხმელ გონსალო იგუაინს შეელიონ. წყარო: Football Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |