2:01 PM
კავანი: "ჩვენი მიზანი - ჩემპიონთა ლიგაა"




"რომას" კარში შესრულებული ჰეთ-თრიკის ავტორმა (4:1) ედინსონ კავანიმ განაცხადა, რომ "ნაპოლიმ" კარგი თამაშის ჩვენება უკვე დაიწყო.

"ვფიქრობ, რომ ახლა ეს გამარჯვება ჩვენთვის იმაზე უკეთესია, ვიდრე სატურნირო ცხრილში ჩვენი პოზიცია. ძალიან ბევრმა ჩვენ რამოდენიმე უშედეგო მატჩის ჩატარების შემდეგ ჩამოგვწერა, თუმცა პროფესიონალები ვართ. გუნდს პროგრესირება ნამდვილად შეუძლია".

"ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა. წინ კიდევ ნახევარი სეზონი გველოდება. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და წარმატებას მივაღწიოთ. მიმდინარე სეზონში ჩემი დავალებაა - "ნაპოლის" რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავებაში დავეხმარო და მივაღწიო იმ მიზნებს, რომლებსაც კლუბი ისახავს",-განაცხადა კავანიმ.
 
ნანახია: 282 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: