ბარსელონაში "კორნელ ელ პრატის" სტადიონზე კატალონიის ეროვნულ ნაკრებსა და ნიგერიას შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. ორთაბრძოლის საბოლოო ანგარიში 1-1 იყო. სათქმელია ისიც, რომ ეს თამაში ლეგენდარული იოჰან კრუიფისთვის კატალონიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის რანგში ბოლო თამაში გამოდგა. ამ გუნდთან ერთად კრუიფი 2009 წლიდან მუშაობს.
მატჩის პირველი გოლი გონსალესმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით მე-4 წუთზე შეაგდო რის შემდეგაც 55-ე წუთზე ნიგერიელმა დიკემ ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის პირველი გოლი გონსალესმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით მე-4 წუთზე შეაგდო რის შემდეგაც 55-ე წუთზე ნიგერიელმა დიკემ ანგარიში გაათანაბრა.