10:12 AM „კასპიის თასი“ – ქართველმა 17-წლამდელებმა ყაზახებთან გაილაღეს – 13:1 | |
![]() ბაქოში დაიწყო ტრადიციული, ყოველწლიური ტურნირი „კასპიის თასი" – 17-წლამდე ნაკრებ გუნდებს შორის. როგორც უკვე ვწერდით, თორმეტ გუნდს შორის, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ჯგუფში მოხვდა ყაზახეთისა და ბულგარეთის ნაკრებებთან ერთად. ნოდარ აკობიას გუნდმა პირველი შეხვედრა გუშინ, 30 მაისს „ბაილის" სტადიონზე, ყაზახეთის 1998 წელს დაბადებულთა გუნდთან გამართა და საოცარი სხვაობით – 13:1 გაიმარჯვა. აქვე აღვნიშნავთ, რომ სხვა მატჩებშიც საკმაოდ დიდი ანგარიშები დაფიქსირდა. მაგალითად, პირველი ტურის მატჩში, ბულგარელებმა ჩვენამდე დაჩაგრეს ყაზახები – 13:0. აშშ-მ კი, ყირგიზეთს 11:0 მოუგო. 1 ივნისს, ერთმანეთს საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებები შეხვდებიან და სწორედ, ჩვენს შორის გაირკვევა ჯგუფის ლიდერის ვინაობა. ჯგუფის გამარჯვებულები ნახევარფინალში გავლენ; შემდეგ კი, ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველო „კასპიის თასის" შარშანდელი და ჯერჯერობით, მოქმედი მფლობელია. სხვადასხვა პროგნოზებით, წელსაც, ჩვენი ნაკრები ტურნირის ფავორიტადაა მიჩნეული. სფფ-ის პრესსამსახური | |
|
სულ კომენტარები: 0 | |