"არსენალის" ნახევარმცველმა სანტი კასორლამ განაცხადა,რომ ზაფხულში "მალაგადან" "არსენალში" გადაბარგებით სწორი არჩევანი გააკეთა და ეს მის კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია.
კასორლა ბედნიერია,რომ ძალიან მალე შეეწყო ლონდონურ კლუბს და ადაპტირება სწრაფად გაიარა,ასევე იგი მოხარულია იმ ფაქტით,რომ ინგლისში ფეხბურთელს უფრო მეტად აფასებენ,ვიდრე ესპანეთში.
"სულ რამოდენიმე თვეა,რაც "არსენალში" ვთამაშობ,თუმცა ჩემზე უკვე ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს.თავს გუნდისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელად ვთვლი,ამიტომ ყოველ მატჩში მოედანზე თავდაჯერებული და მონდომებული გავდივარ,რათა ჩემი სიძლიერე ბოლომდე გამოვავლინო".
"არსენალი" ძალიან ძლიერი კლუბია,ჩემს ძველ კლუბებთან შედარებით.აქ გადმოსვლა ჩემს კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია".
სანტიმ "მეთოფეების" მაისურით უკვე ცხრა მატჩი ჩაატარა,მის ანგარიშზე გატანილი ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.

წყარო: Sky Sports