5:10 PM
კასკარინო: “მოურინიოს რონალდუს “ჩელსიში” წაყოლება შეუძლია”



"არისტოკრატების” ყოფილი ფორვარდი დარწმუნებულია, რომ "განსაკუთრებულს” კრიშტიანუ რონალდუს ლონდონში გაყოლება შეუძლია.

ვარაუდობენ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჟოზე მოურინიო "რეალს” დატოვებს და "ჩელსიში” დაბრუნდება. პრესა აქტიურად აგრძელებს იმ ფეხბურთელებზე საუბარს, რომლებიც შესაძლოა მოურინიოს ინგლისში გაჰყვნენ.

"არ გამიკვირდება, თუ კრიშტიანუ ამ ზაფხულს "რეალს” დატოვებს. მოურინიოს რონალდუს "ჩელსიში” გაყოლება შეუძლია”.

"ყველა თვლის, რომ კრიშტიანუ აუცილებლად "მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნდება, თუ "რეალს” დატოვებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მას ჟოზესთან კარგი ურთიერთობა აქვს, ასევე მათ საერთო აგენტი ჰყავთ. ფეხბურთში ასეთ ასპექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა ტონი კასკარინომ.

ნანახია: 289 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: