10:10 PM კასილიასს “არსენალი” და “ლივერპული” იწვევენ | |
![]() არაა გამორიცხული, რომ მადრიდელების ლეგენდარული გოლკიპერი ინგლისში გადაბარგდეს. როგორც AS იტყობინება, მადრიდის "რეალის” მეკარემ იკერ კასილიასმა სხვა კლუბებისგან ოფიციალური წინადადებები მიიღო. კერძოდ კი, "არსენალისა” და "ლივერპულისგან”. სწორედ კასილიასს თვლის "მეთოფეების” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი გუნდის პირველი კიპერის პოზიციის გაძლიერების საუკეთესო კანდიდატად. ადრე გავრცელებული ჭორის თანახმად, "არსენალი” მზადაა მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. გარდა ამისა, კასილიასმა, გამოცემის ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, უახლოეს მეგობრებს განუცხადა, რომ იგი კლუბის დატოვებას აპირებს, თუ სიტუაცია არ შეიცვლება. შეგახსენებთ, მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იკერს აღარ ენდობა და ლაზარეთიდან დაბრუნების შემდეგაც სათადარიგოთა სკამზე ტოვებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |