3:13 PM
კასილიასმა ვარჯიში განაახლა



ხელის თითის მოტეხვის შემდეგ "რეალის" კაპიტნის აღდგენითი პროცესები სწრაფად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალის" გოლკიპერს მარცხენა ხელის თითის მოტეხილობა დაუდგინეს, სწორედ ამიტომ, იგი საკუთარ გუნდის საკმაოდ დიდი დროით გამოაკლდა.

სულ რაღაც რამოდენიმე დღის წინ მოხსნეს მადრიდელების გოლკიპერს თაბაშირი, ახლა კი, ვარჯიში განაახლა. გუშინ მან პირველი ვარჯიში ჩაატარა, რათა ფიზიკური ფორმა აღიდგინოს. ახლა იკერი მხოლოდ სირბილის წვრთნებს ატარებს და ბურთთან ერთად ვარჯიშობს.

"რეალის" კაპიტანი, სავარაუდოდ, მოედანზე დაბრუნებას მარტის შუა რიცხვებში შეძლებს.
 
ნანახია: 292 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: