იკერი "სამეფო კლუბის" ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება.
იტყობინებიან, რომ მოურინიო ლა ლიგის მომდევნო ტურის მატჩში ძირითად შემადგენლობაში იკერ კასილიასს დააყენებს, სადაც ესპანეთის ჩემპიონი შინ "სოსიედადს" დაუპირისპირდება. როგორც ჩანს, მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელსა და კაპიტანს შორის ურთიერთობა ცოტა დათბა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის გასულ ტურში ჟოზე მოურინიომ "მალაგას" წინააღმდეგ კასილიასი ადანით შეცვალა, მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე კი ძალიან მოულოდნელი განცხადება გააკეთა, რამაც პრესაში სკანდალი გამოიწვია.